logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: Artinfo.ge- ვინ ხართ, საიდან მოხვედით?!
- +

3 ნოემბერი. 2016. 17:36


 



„Artinfo.ge- ვინ ხართ, მეგობრებო, საიდან მოხვდით ჟურნალისტიკაში?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი წერს და სააგენტო „artinfo.ge"-ს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

 

„რა მაიაკოვსკი, რა მაქსიმ გორკი, მართლა, თავს ნუ მოიჭრით. არა აქვს დავით თარხან- მოურავს გვერდი facebook-ზე, არაა სოციალური ქსელის მომხმარებელი. თუ მაინცდამაინც აღგზნებული ბრძანდებით და გსურთ ავადმყოფური აზრები მოგვაწეროთ, დამირეკეთ. იქნებ რამე სასიკეთო გირჩიოთ. დაგაბრუნოთ რეალობაში. არავითარ ბაღდათზე და ამ ქალაქისთვის სახელის შეცვლაზე ჩვენ არ გვისაუბრია. ალოოო, გესმით? მე იმ ხალხის გამკვირვებია, ამ სისულელეს რომ იჯერებს და მერე ცხელ კომენტარებს აცხობს. საქმე არა გაქვთ?! ან არ იჯერებს, მაგრამ შეგნებულად გვაკრიტიკებს. უდაბნოა, რა, უდაბნო", - წერს ინაშვილი.

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner