logo_geo
eng_logo
„რა ნახა ესე უსტარი, მიხომ ტლინკები ყარაო, გულშეღონებულს უბერეს ჰალსტუხის დარი მარაო“
- +

3 ნოემბერი. 2016. 17:42


 


„რექვიემი", - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ კაჭახიძე აღნიშნული სახელწოდებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


მაცნე მოიდა ოდესას, ოცნებამ მოგვცა ზიანი,

დაგვიწიოკა ოლქები, დღე დაგვიბნელდა მზიანი.

ვეღარც „რუსთავმა" გვიშველა და ვერც „ტაბულა ბიცოლამ",

ვერც გივის აფეთქებამ და ვერც ბოკერიას მიწოლამ.

აღარ ჭრის ჩვენი ტყუილი, აღარ გვენდობა ხალხიო,

დროა, ნაცარი ვეძებოთ, თავსმოსაბური თალხიო.

რა ნახა ესე უსტარი, მიხომ ტლინკები ყარაო,

გულშეღონებულს უბერეს ჰალსტუხის დარი მარაო.

გააგდო იგი „ლაფათქა", ხელში აიღო კალამი,

ნაცბანდას გამოუგზავნა თვისი მგზნებარე სალამი.

წერს ოდესიდან ბელადი: „არ გაიტეხოთ გულიო,

გადაჯგუფება დავიწყოთ, სადა მაქვს ნაცრის ფულიო.

გამალებული ვმუშაობ, ბარი მიჭირავს ხელშიო,

გვირაბის თხრა რაც დავიწყე, მის მერე ვზივარ ბნელშიო.

წყალი და პურის ნაჭერი - ეს არის ჩემი არჩივი,

მზეს თუ ვიხილავ, ვოცნებობ, მეტს აღარაფერს არ ვჩივი.

ცოტა თხრის ტემპმა მიმტყუნა, წყალიც გათავდა გრაფინში,

ოქტომბრისათვის მინდოდა, ვერ ჩავეტიე გრაფიკში.

თქვენ გული არ გაიტეხოთ, ბიჭებს უთხარით, რომ ვთხრიო,

ერთი სული მაქვს, გამოვძვრე, მშობლიურ მიწას ვემთხვიო.

თქვენთვის ვთხრი, ყური დამიგდეთ, გიგავ, კოკავ და ამიკო,

რას მაფეთქებდი ტყუილად?! აქ ხომ გივიამ ამიკლო.

დიდ საქმეს დიდი მსხვერპლი აქვს, უნდა გაიგოს სუყველამ,

მზადა ვარ, მეც შევეწირო, როცა სოლოლაკს ვუყელავ.

ჰოდა, გამაგრდით, ბიჭებო, არ გაიტეხოთ გულიო,

შალიკოს ჩამოესესხეთ საპახმელიო ფულიო".

ცხვირს გამალებით იწმენდდა, ამას რომ წერდა ბელადი,

კარებთან ელოდებოდა ფოსტალიონი გენადი.

მორჩა რა წერას, ზმორებით მკლავები განზე გაშალა,

მწარემ უწია ფიქრებმა, ბიძინამ როგორ დაგვშალა?!

ბოღმისგან სახე ეცვალა, მიხვდა, მისი დრო დამთავრდა,

ჯავრს მოსაკვლელი წამალი, ბოთლში არაყიც გათავდა.

გასძახა კართან გენადის, ბიჭო, მაიტა „ვოდკაო",

გენადიმ ჩაიბუტბუტა, ამან ხომ ტვინი „მოტკ...ო".

წადი, ბიძია, შენს სახლში, თუკი მაგარი ბიჭი ხარ,

წადი და იქ „იბლატავე", აქ რომ ოდესას მიზიხარ.

რა ხვითოც იყავ თბილისში, იგივე დარჩი აქაო,

წადი და იქ მოგიდუღოს ბებიაშენმა კაკაო.

გაიჯახუნა კარები, ქუჩას გაუყვა გენადი,

დარჩა მარტოკა, ლირივით მიტოვებული ბელადი.

 


მ. კაჭახიძე

1.11.2016.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner