„ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ბიუროს დასაკომპლექტებლად კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.
„ჯერ უფლებამოსილება არ მაქვს. როგორც კი შეიკრიბება ახალი პარლამენტი და მექნება დეპუტატის მანდატი, ბიუროს დასაკომლექტებლად გამოვაცხადებ კონკურსს.
საკმაოდ ბევრი სამუშაო ექნებათ ჩემს თანამშრომლებს და მინდა, რომ ყველა მათგანი პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩეს და არა პირადი ნაცნობობით",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, დაპირებისამებრ აქტიურ კონტაქტში იქნება მოსახლეობასთან და როგორც სატელეფონო, ასევე ფეისბუქ-შეტყობინებებსაც პირადად უპასუხებს.