logo_geo
eng_logo
ნინო რატიშვილი „ნაციონალებზე“: ეს იყო მათი კიდევ ერთი არაკაცობა…
- +

3 ნოემბერი. 2016. 18:02





ჟურნალისტი ნინო რატიშვილი ყოფილი პატიმრის გიორგი ავალიანის გარდაცვალებას ეხმაურება, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს, ე.წ. ციხის ბუნტის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის ინვალიდის ეტლში აღმოჩნდა.



ძალიან მეწყინა... ჩემი ძმის, რატის მეგობარი იყო.

გიორგი იყო სწორედ, ამ ნაძირალა ახალაიას თავისივე კაბინეტში რომ გლიჯა ხოშიანად ცხვირ­პირში!!! ეს ისეთი წარმოუდგენელი რამ იყო მაშინ... სტატიაც კი დავწერე... გელა ნიკოლაიშვილი იყო გიორგის ადვოკატი და იმან მომიყვა... ამ ნაძირალა მძორმა, ამ არაკაცმა თავის ნაძირლებს გააკავებინა გიორგი და არაკაცურად გაუსწორდა... მაგრამ ეს არ იყო მორევა, ეს იყო ამათი კიდევ ერთი არაკაცობა...

უფალო, გაანათლე გიორგის სული!!!" - წერს ნინო რატიშვილი.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner