logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ეს არის ის ნაყოფი, ვინც ბოლშევიკებმა დაგვიტოვეს, ჯერ სააკაშვილის, შემდეგ მაია ორჯონიკიძის სახით!
- +

19 მარტი. 2016. 02:22



„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გადაცემა „პოლიტიკაში" მაია ორჯონიკიძის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ინაშვილი რუსეთის აგენტია ასე გამოეხმაურა:


„მახსენდება როგორები იყვნენ, რაც წაკითხული მაქვს 20-იანი წლების ბოლშევიკები. აი ახლა, მაია როჯონიკიძეს რომ მისცე იარაღი, ყველას დაგვხვრეტს პირდაპირ ეთერში. ეს არის ის ნაყოფი, ვინც დაგვიტოვეს ბოლშევიკებმა, ჯერ სააკაშვილის სახით, შემდეგ მაია ორჯონიკიძის სახით და ა.შ."- განაცხადა ინაშვილმა.  


„ილიას მკვლელი ინაშვილის შთამომავალი მეუბნებით უკაცრავად? ინაშვილი, ილიას მკვლელი იყო თქვენი ბაბუა"- მიმართა ორჯონიკიძემ ირმა ინაშვილს.


„ორჯონიკიძე მეუბნებით მაგას უკაცრავად?"- მიმართა ირმა ინაშვილმა მაია ორჯონიკიძეს და განაცხადა, რომ ორჯონიკიძის ამ კომედიას სერიოზულად ვერ განიხილავდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner