„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გადაცემა „პოლიტიკაში" მაია ორჯონიკიძის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ინაშვილი რუსეთის აგენტია ასე გამოეხმაურა:
„მახსენდება როგორები იყვნენ, რაც წაკითხული მაქვს 20-იანი წლების ბოლშევიკები. აი ახლა, მაია როჯონიკიძეს რომ მისცე იარაღი, ყველას დაგვხვრეტს პირდაპირ ეთერში. ეს არის ის ნაყოფი, ვინც დაგვიტოვეს ბოლშევიკებმა, ჯერ სააკაშვილის სახით, შემდეგ მაია ორჯონიკიძის სახით და ა.შ."- განაცხადა ინაშვილმა.
„ილიას მკვლელი ინაშვილის შთამომავალი მეუბნებით უკაცრავად? ინაშვილი, ილიას მკვლელი იყო თქვენი ბაბუა"- მიმართა ორჯონიკიძემ ირმა ინაშვილს.
„ორჯონიკიძე მეუბნებით მაგას უკაცრავად?"- მიმართა ირმა ინაშვილმა მაია ორჯონიკიძეს და განაცხადა, რომ ორჯონიკიძის ამ კომედიას სერიოზულად ვერ განიხილავდა.