logo_geo
eng_logo
„სააკაშვილის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფცია იყო დარღვეული მოლაშვილის მიმართ“
- +

3 ნოემბერი. 2016. 18:20




შალვა შავგულიძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ რეალურად, ეს აგარაკი სულხანს არ ეკუთვნოდა. სულხანის აღკვეთი ღონისძიების შესაცვლელად პროკურატურამ დააყენა საკითხი, უშუალოდ ვალერი გრიგალაშვილი შეხვდა ოჯახის წევრებს და გადასცა ინფორმაცია, თუკი ისინი შეისყიდიდნენ აგარაკს და სახელმწიფოს გადასცემდნენ უსასყიდლოდ, მოხდებოდა მოლაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება.


 

მოხდა თანხების მობილიზება და შესყიდვა, შემდეგ კი ამ შესყიდული აგარაკის გადაცემა. სიმართლე გითხრათ, მე და ჩემი კოლეგა სოსო ბარათაშვილი ვიცავდით სულხანის ინტერესებს. გვეგონა, რომ არ მოხდებოდა აღკვეთი ღონისძიების შეცვლა. რადგან, სააკაშვილი საჯარო განცხადებებს აკეთებდა, ვიდრე ბოლომდე არ დავაბრუნებინებ მოლაშვილს ხალხის ჯიბიდან ამოღებულ თანხებსო და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, გამართლდა, ოჯახმა გადაიხადა თანხა, თუმცა მოლაშვილს აღკვეთი ღონისძიება არ შეეცვალა. უდანაშაულობის პრეზუმცია იყო დარღვეული მოლაშვილის მიმართ, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის მხრიდან. ეს აგარაკი არ ირიცხებოდა მოლაშვილის სახელზე. სულხანს ჩვენთან საუბრის დროს იგივე აქვს ნათქვამი, რომ მზად არის, შეისყიდოს აგარაკი, გადაიხადოს თანხა და ჩვენც მის მეუღლეს გადავეცით, რომ როგორმე შეეგროვებინათ თანხა, რომ სულხან მოლაშვილის აღკვეთი ღონისძიება შეცვლილიყო..." - განაცხადა შავგულიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner