logo_geo
eng_logo
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ორი გემი ჩაიძირა
- +

3 ნოემბერი. 2016. 18:42


 


გაერო-ს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატის მიერ გავრცელებული განცხადებით, ხმელთაშუა ზღვაში ორი გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც, სავარაუდოდ, სულ მცირე 240 ადამიანი იმყოფებოდა. ორივე გემი ლიბიიდან ევროპაში მიემართებოდა.



კომისარიატის პრესმდივნის კარლოტა სამის განცხადებით, გემების ჩაძირვისას მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა. დანარჩენი მიგრანტების ბედი ამ დრომდე უცნობია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner