გაერო-ს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატის მიერ გავრცელებული განცხადებით, ხმელთაშუა ზღვაში ორი გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც, სავარაუდოდ, სულ მცირე 240 ადამიანი იმყოფებოდა. ორივე გემი ლიბიიდან ევროპაში მიემართებოდა.
კომისარიატის პრესმდივნის კარლოტა სამის განცხადებით, გემების ჩაძირვისას მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა. დანარჩენი მიგრანტების ბედი ამ დრომდე უცნობია.