ტელეკომპანია „მაესტროში" ადასტურებენ, რომ სამი გადაცემა დაიხურა, თუმცა აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელი განაგრძობს მუშაობას.
„ყველა თანამშრომელი რჩება. ახალ პროექტებზე ვმუშაობთ. წინასწარ ვიცოდით, რომელი პროექტი დაიხურებოდა, არავისთვის სიახლე არ ყოფილა. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ექვსი ახალი გადაცემა მზადდება", - განუცხადა „პირველს" „მაესტროს" გენერალურმა პროდიუსერმა ირაკლი ჩიხლაძემ.