logo_geo
eng_logo
ზაზა თავაძე: სასამართლოს მიმართ პოლიტიკური რიტორიკა უნდა შემცირდეს
- +

3 ნოემბერი. 2016. 19:15


 


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ზაზა თავაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს სამართებლივი დისკუსია.


„მნიშვნელოვანია, შემცირდეს სასამართლოს მიმართ პოლიტიკური ხასიათის დაუსაბუთებელი რიტორიკა და გააქტიურდეს სამართებლივი დისკუსია. ვეცდები, შევასრულო შუამავალი რგოლის როლი მოსამართლეებს შორის და ხელი შევუწყო კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ძალისხმევას მივმართავ თანამშრომელთა კომპეტენციის ზრდასა და კვალიფიციური კადრების მოზიდვისკენ. დღეს გაზრდილია საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვიანობა.

 

მხოლოდ წელს შემოსულია 150-მდე სარჩელი და წარდგინება, რაც საჭიროებს თითოეული წევრის თავდაუზოგავ შრომას. ვეცდები, აპარატის გაძლიერებით და ეფექტიანი მენეჯმენტით მოსამართლეებს შევუქმნა ნაყოფიერი საქმიანობისთვის პირობები",- განაცხადა თავაძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner