logo_geo
eng_logo
„გვარი იგივეა, ადგილმდებარეობა იგივეა, აზროვნება იგივეა, მიზანი იგივეა... მხოლოდ საუკუნეა სხვა“
- +

3 ნოემბერი. 2016. 19:17


 


„რასაც ახლა დავწერ, ახალი ნამდვილად არ გახლავთ. ჩვენ რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ, ამაზე ბევრს დაუწერია და მეც მითქვამს პერიოდულად. თუმცა ერის ისტორია ასე მონოტონურად ტრიალებდეს და მეორდებოდეს, სხვა ქვეყნების ცხოვრებაში არ შემიმჩნევია",- ამის შესახებ გაზეთი „ალია" წერს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო ვითარდება, საქართველოში კი ყველაფერი უცვლელად რჩება. ამის დასადასტურებლად ჟურნალისტს გალაკტიონის ლექსი მოჰყავს...



„არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ერები (როგორც კომუნისტები იტყოდნენ, ხალხები) მსოფლიო გამოცდილებიდან რაღაცას იღებენ, შეცდომებზე სწავლობენ, აკვირდებიან და ვითარდებიან. ერთი ჩვენ ვართ, ვერც შეცდომებს ვხედავთ, ვერც ვსწავლობთ, ვერც ვაკვირდებით და ვერც ვვითარდებით (ბუნებრივია, ამ შემთხვევაში „ნაციონალებს" არ ვგულისხმობ, მარტო ეგენი ამტკიცებენ, შეცდომებზე ვისწავლეთ და შევიცვალეთო). გეუბნებით და დამიჯერეთ, მართლა ჯადო გვაქვს გაკეთებული, თორემ როგორ შეიძლება, ჩვენს ისტორიაში სახელებიც კი მეორდებოდეს? როგორ შეიძლება, მოვლენები ერთი-ერთზე ჯდებოდეს და ლამის თვეები და  რიცხვებიც კი ემთხვეოდეს? მხოლოდ საუკუნეებშია სხვაობა, მხოლოდ ტანისამოსი გვეცვა ადრე ცოტა სხვანაირი და „აიფონების" ნაცვლად ჯოხები გვეჭირა ხელში. აბა, ერთი გალაკტიონის ეს ლექსი წაიკითხეთ, დაუკვირდით, თუ არ დამეთანხმებით, იმასაც ვნახავთ:

 

„აგერ კიდევ რურუა -

ჩაგვაცივდა დრამებით,

გვიკითხავს და თავს ირთობს

ჩვენი უღვთო წამებით...

რომ მზე - მზეა, გზა - გზაა,

ტყე - ტყეა და რუ - რუა,

რა მტკიცება სჭირდება,

ამხანაგო რურუა?!"

 

ეს ლექსი გალაკტიონს თავის დროზე საარჩევნოდ დაუწერია. ყოფილა ვინმე რურუა, რომელიც კენჭს იყრიდა (ალბათ, მთაწმინდაზე) და დაუსრულებლად კითხულობდა საკუთარ დრამებს. ესე იგი, თუ დრამებს ანუ პიესებს კითხულობდა, ისიც რეჟისორი ყოფილა „გვიკითხავს და თავს ირთობს ჩვენი უღვთო წამებით"... შეიძლება მწერალიც იყო ამხანაგი რურუა, რა მნიშვნელობა აქვს? გვარი იგივეა, ადგილმდებარეობა იგივეა, აზროვნება იგივეა, მიზანი იგივეა... მხოლოდ საუკუნეა სხვა", - წერს „ალია".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner