logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ამბავი, რაც დღეს ერთად გავიგეთ, მისასალმებელია!
- +

3 ნოემბერი. 2016. 19:37


 


ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადაო შენობის დამდგენი კომისიის შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მეჩეთის მშენებლობის მსურველებს ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ.


ექსპერტი მიიჩნევს, რომ წლების შემდეგ დაძრული კონფლიქტი პოზიტიურ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.


მამუკა არეშიძეს მიაჩნია, რომ „მოხეს" კონფლიქტის მოგვარება წლების მანძილზე ხელოვნურად ჭიანურდებოდა.


ამ კონფლიქტში თუ არ ჩაერთვებიან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც პოლიტიკური დაკვეთა აქვთ კონფლიქტის გასაღვივებლად, უკეთესი იქნება. ამ საკითხის მოგვარებაში ჩართული უნდა იყოს მოსახლეობის ორი დაპირისპირებული მხარე და ხელისფულება. ის ამბავი, რაც დღეს ერთად გავიგეთ, მისასალმებელია. ამ წლების მანძილზე, გამოჩნდა საქართველოში ისეთი ხელისუფლება, ვინც დაინტერესებულია საკითხის მოგვარებით. არ შეიძლება პრობლემა არსებობდეს წლები", - განაცხადა „კვირასთან" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ.


მოხეში დღეს გამართულ შეხვედრას, რელიგიის საკითხების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, ახალციხისა და ტაო- კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე ესწრებოდნენ.


კომისიის გადაწყვეტილებით, მეჩეთისთვის ალტერნატიული ფართი გამოიყოფა, სადავო შენობის დაცულობასა და წარმომავლობაზე კი ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო იმუშავებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner