logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: დღეს საქართველოში არის დიდი ლგბტ-ობა!
- +

19 მარტი. 2016. 04:40


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ლგბტ პირების საპროტესტო გამოსვლას ქუთაისში, პარლამენტთან ეწინააღმდეგება და აღნშნავს, რომ მისთვის ყოველგვარი აქტივობა ლგბტ პირების მხრიდან მიუღებელია.


„ჩემთვის მიუღებელია, რომ საქართველოში გეი პარადები ჩატარდეს, თუნდაც ქუთაისში.

გაპროტესტებიდან გეი პარადამდე ერთი ნაბიჯია. არავითარი ჰომოფობიური განწყობა არ მაქვს მე, მე მაქვს ქართული ტრადიციული, ზნეობრივი დამოკიდებულება. არ მჭირდება მე მათი ხმები, ჩემი ამომრჩევლები ლგბტ წარმომადგენლები არ არიან! მე ვარ ტრადიციული და მორალური ადამიანი, მივსდევ იმ მორალს, რომელსაც ჩემი წინაპრები მისდევდნენ.


ჩვენთან საქართველოში იყო დიდი თურქობა, დიდი მონღოლობა, დიდი რუსობა, დღეს არის დიდი ლგბტ-ობა!"- განაცხადა ნიშნიანიძემ. 


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner