logo_geo
eng_logo
შსს ჩინელი მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

3 ნოემბერი. 2016. 21:36



შსს-სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი პირი დააკავა


ჩინელების მიერ ქართველების ცემის ფაქტზე შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:


შსს-იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო ღონისძიებების შედეგად, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1983 წ. დაბადებული ჭ. ლ., 1983 წელს დაბადებული ჩ.და 1984 წელს დაბადებული ჰ.დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.

 

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-მუხლით)", - წერია განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner