ავტორი ალა გრიგალაშვილი
ირაკლი მეძმარიაშვილი ხვალ, 4 ნოემბერს „დინამო არენაზე" ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. როგორც მეძმარიაშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა, ის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
ირაკლი მეძმარიაშვილი 2000-2004 წლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2005-2009 წლებში, სპორტსაზოგადოება „დინამოს" აღმასრულებელი დირექტორი და ეროვნული სტადიონის გენერალური დირექტორი იყო.
ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის არჩევნები 23 დეკემბერს გაიმართება.