logo_geo
eng_logo
ირაკლი მეძმარიაშვილი ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
- +

3 ნოემბერი. 2016. 22:05



ირაკლი მეძმარიაშვილი ხვალ, 4 ნოემბერს „დინამო არენაზე" ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. როგორც მეძმარიაშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა, ის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.


ირაკლი მეძმარიაშვილი 2000-2004 წლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2005-2009 წლებში, სპორტსაზოგადოება „დინამოს" აღმასრულებელი დირექტორი და ეროვნული სტადიონის გენერალური დირექტორი იყო.


ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის არჩევნები 23 დეკემბერს გაიმართება. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner