logo_geo
eng_logo
გრიგორი კარასინი: საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის
- +

3 ნოემბერი. 2016. 22:07



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის.


კარასინის თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობების ერთმნიშვნელოვანი შეფასება შეუძლებელია.


ერთი მხრივ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაჯანსაღება, მათი გამოყვანა ჩიხიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გამო აღმოჩნდნენ. რუსეთი დაუბრუნდა საქართველოს მთავარი საგარეო ეკონომიკური პარტნიორების რიცხვს, მოხდა სატრანსპორტო კავშირის ნორმალიზება, აქტიურად ვითარდება ტრადიციული ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურული ურთიერთობა. მიღწეულია საკმაოდ ხელშესახები შედეგები, რომლებიც სრულად პასუხობს ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.


ამავე დროს, კარასინი მიიჩნევს, რომ თბილისი მზად არ არის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის და პერიოდულად კონფრონტაციულ რიტორიკას მიმართავს.


ქართული მხარე კვლავ არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, რომლებიც 2008 წლის სექტემბერში გაწყვიტა. ოფიციალური თბილისი პერიოდულად მიმართავს კონფრონტაციულ რიტორიკას ჩვენი ქვეყნის მისამართით. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ზემოხსენებულ პოზიტიურ ტენდენციებს მდგრადობას არ სძენს. ამის შესახებ მუდამ ვეუბნები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს ჩვენი რეგულარული დიალოგის მიმდინარეობისას", -აღნინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.


რუსმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ორი ქვეყნის პრეზიდენტების კონტაქტები არ იგეგმება.


რაც შეეხება უფრო მაღალი დონის კონტაქტებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე ასეთი შეხვედრები არ იგეგმება", - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.


 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner