logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ძველად, როდესაც იყო ბნელი და უკუნი, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ გააბრწყინებდა საქართველოს...
- +

19 მარტი. 2016. 03:49


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ომარ ნიშნიანიძის განცხადებით ლგბტ პირებს საკუთარი უფლებების დაცვა კანონით აქვთ გარანტირებული და ამის საფუძველი ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონია.


როგორც ნიშნიანიძემ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა, მას არ აქვს სურვილი, რომ საქართველოში „გეი პარადები" იხილოს.

 

 

„ის, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ეს არის ძალიან ნორმალური. ჩვენ გვინდა, რომ საკონსტიუტციო დონეზე განმტკიცდეს ეს და არა ის, რის პროპაგანდასაც ეს ადამიანები ეწევიან.

 

ამასთან ერთად ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. ამას ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩვენ არავის ვებრძვით, მაგრამ კეთილი ინებონ და თავიანთი სიბინძურე თავისთვის შეინახონ.

 

მე არ მსურს ეს ვიხილო მთელ ქალაქში, თორემ პირიქით, პოლიცია იყო მობილიზებული და ღონისძიებები იყო გატარებული. მე უბრალოდ სურვილი არ მაქვს ეს ვიხილო და ამას აღვნიშნავ. მაგრამ ძალიანაც ნუ მოინდომებენ, თორემ ქუთაისში და საქართველოში ტრადიციულად ასეთ ხალხს რასაც უშვრებოდნენ, ჩაიხედეთ ისტორიაში და ნახავთ.

 

დღეს არავინ არავის ჩაგრავს, ეს გამორიცხულია. ანტიდისკრიმინაციულ კანონს მეც მივეცი ხმა, თუმცა ამის დიდი სურვილი არ მქონდა. არავის არ ვუბიძგებ ძალადობისკენ, უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემს სურვილს, რომ არ მსურს ვიხილო ეს ჩემს სამშობლოში.

 

მოდით, ვინმემ რომ არ გაიგოს ეს არასწორად ასე ვიტყვი, ძველად, როდესაც იყო ბნელი და უკუნი, სანამ „ნაციონალური მოძრაობა" გააბრწყინებდა საქართველოს, მანამდე მათ „პიდარასტებს" უწოდებდნენ. დღეს დახვეწილია საქართველო და მათ ლგბტ-ებს უწოდებენ. მე ისტორიკოსი ვარ და შეიძლება ამ კონტექსტში ვთქვი.

ღმერთმა მშვიდობაში მოამხაროთ თავიანთი თავი, ვისაც მოსწონს ტყუპ-ტყუპად დაუსხდნენ სახლში ლგბტ-ები. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჩემს ოჯახს, სათვისტომოს და ხალხს არ ვუსურვებდი ასეთ ხალხი გაემრავლებინოს და გამრავლებულიყოს."- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.   

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner