„ქართულ ოცნებაში" არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით ძალიან სწორი ხედვა აქვთ", - განაცხადა „გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა 2030-ში და აღნიშნა, რომ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და რეფორმებს პოლიტიკური ნება სჭირდება.
„ქართულ ოცნებას" ორი არჩევანი აქვს, ან სწორ რეფორმებს გაატარებს და ქვეყანას სწორ რელსებზე დააყენებს, საიდანაც ვეღარ გადავუხვევთ, ან მათი რეიტინგი ძალაუფლების შენარჩუნებაში გაიფლანგება. ვნახოთ რას იზამენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.