„ნაციონალური მოძრაობის" წევრის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მმართველმა პარტიამ რიგი სადაო საკითხები დადებითად გადაჭრა, შესაძლოა, მან „ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების სურვილიც კი გამოთქვას.
„ის საკითხები, რომელსაც ვედავებით „ქართულ ოცნებას", იქნება გადაწყვეტილი კარგად, რა პრობლემაა, შეიძლება შევეხვეწო - მიმიღეთ „ქართულ ოცნებაშითქო", - განაცხადა უგრეხელიძემ TV პირველის ეთერში.