logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: ზაქარია არ იგონებს არაფერს!
- +

4 ნოემბერი. 2016. 00:34



მმართველი პარტიის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია ითანაშრომლოს პრეზიდენტთან. მისი თქმით, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთან თანამშრომლობის ვალდებულება კანონით გაწერილი წესია.


„თუ პრეზიდენტს სურვილი ექნება, ჩვენ ვალდებულები ვართ, ვითანამშრომლოთ მასთან. სახელმწიფოს მეთაურია, უმაღლესი თანამდებობის პირია - მას აქვს კანონით განსაზღვრული ფუნქციები და აქ ზაქარია არ იგონებს არაფერს; ძირითად კანონში წერია ყველაფერი. ასე რომ ვითანამშრომლებთ და ვალდებულებიც ვარც ვითანამშრომლოთ", - განაცხადა პარლამენტარმა „პრიორიტეტებში".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner