ლიბიის სანაპიროსთან ორი გემის ჩაძირვას სულ მცირე 239 მიგრანტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი ხომალდი, რომლის ბორტზე 140 ადამიანი იმყოფებოდა, ლიბიის ნაპირიდან გასვლიდან რამდენიმე საათში ამოტრიალდა. ბორტზე მყოფი პირებიდან 29 ადამიანი გადარჩა. მეორე ჩაძირული ხომალდიდან მხოლოდ ორი ქალი გადარჩა. მათი თქმით, გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
მიგრანტები აფრიკიდან ევროპის სანაპირომდე ცდილობდნენ მიღწევას.
გაერო-ს მონაცემებით, 2016 წელს ხმელთაშუა ზღვაში 4220 ადამიანი დაიღუპა. 2015 წელს ეს რიცხვი 3777-ს შეადგენდა.