ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში" გარდაცვლილი 23 წლის ლანა მიქაბერიძის დედა მთვარისა მიქაბერიძე მთავარ ექიმთან შეხვედრის მიზნით, ახლობლებთან ერთად კლინიკაში მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
გარდაცვლილის დედის შენობიდან გასაყვანად, რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და დაცვის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
როგორც მთვარისა მიქელაძეს კლინიკაში განუმარტეს, ექიმი მამუკა მიქაძე 3 ნოემბერს შეხვდებოდა, თუმცა ჭირისუფლებს ექიმი ადგილზე არ დახვდათ, რამაც მათი გაღიზიანება და კლინიკის ინვენტარის დაზიანება გამოიწვია.
გარდაცვლილის ნათესავებს განყოფილების უფროსი ოლეგ სინაურიძე შეხვდა, თუმცა უშედეგოდ. მის გამოჩენას მიქაბერიძის ახლობლების მხრიდან დამატებითი ხმაური მოჰყვა.
სინაურიძის თქმით, გოგონას გარდაცვალებაში მამუკა მიქაძის ბრალეულობა არ იკვეთება და მას პრობლემები საკეისრო კვეთამდე აღენიშნებოდა.
კლინიკა „ბომონდში" 23 წლის ლანა მიქაბერიძე საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები კლინიკასა და ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
გარდაცვლილ პაციენტს ხუთი წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა დარჩა.