„ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის ვიქტორ დოლიძის სავარაუდო გამინისტრების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მინისტრის პოტზე განხილვა საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნება.
„მინისტრის პოსტზე თუ განიხილება ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა, სწორი და კარგი გადაწყვეტილება იქნება.
ჩემს კაბინეტს რაც შეეხება, დამერწმუნეთ ჩუმად საკითხებზე შეხვედრა არც პიროვნულად მჩვევია და არც იმ ხალხს არ ჩვევიათ, რომ გვდომოდა ნამდვილად ისე შევხვდებოდით, რომ ჟურნალისტების წინ არ შევიკრიბებოდით ჩემს ოთახში", - განაცხადა გია ვოლსკიმ TV პირველის ეთერში.