logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ სამმართველოს ეწვია
- +

4 ნოემბერი. 2016. 10:24



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უწყების სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ სამმართველოს ეწვია და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის, სპორტული დარბაზი და სასადილო, რომელიც გარემონტდა და თანამედროვედ მოეწყო. ასევე, კახა კახიშვილი ადგილზე გაეცნო პირადი შემადგენლობის საცხოვრებელ პირობებს.



მინისტრის გადაწყვეტილებით, განახლდა უწყების სპეციალური  დანიშნულების ძალების ბაზის სპორტული დარბაზი, რომელიც ახალი ინვენტარით აღიჭურვა. მეოთხე თაობის ინვენტარი, რომლითაც სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების პირადი შემადგენლობა ისარგებლებს, პროფესიონალურია და ხელს შეუწყობს ფიზიკური მომზადების დონის ამაღლებას.



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, განახლდა სპორტული დარბაზი და შემოტანილი იქნა ახალი, თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სპორტული ინვენტარი. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს პირად შემადგენლობას ხარისხიანად მოემზადონ, რათა სათანადოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა", - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ფარნაოზ მოლოდინაშვილმა.



განახლებული სპორტული დარბაზი და ინვენტარი პირადი შემადგენლობისთვის, ინტენსიური მომზადების მიზნით, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner