logo_geo
eng_logo
ვალერიან გორგილაძე: სასაცილოა, „კარუსელების“ სპეციალისტები დარღვევებზე რომ ლაპარაკობენ...
- +

4 ნოემბერი. 2016. 10:37



ექსპერტი ვალერიან გორგილაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დარღვევებზე საუბარი სასაცილოდ ეჩვენება.



„კენჭისყრამ მშვიდობიანად ჩაიარა, არ ყოფილა მასობრივი არეულობა ან დაპირისპირება, თუმცა, ძალადობა მეორე ტურს ახლდა, რაც მოსალოდნელიც იყო. მოგეხსენებათ, ოლქების უმეტესობაში ერთმანეთს ორი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. იყო მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" შეეცდებოდა პროცესის პროვოცირებას, „ქართული ოცნება" კი მობილიზებული იყო, რომ ამის საშუალება არ მიეცა. შეიძლება ითქვას, მმართველმა ძალამ მიზნად დაისახა, რომ არც ერთი მანდატი არ აღმოჩენილიყო მეორე ტურის შედეგად „ნაციონალური მოძრაობის" ხელში...

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" ლაპარაკობს დარღვევებზე, საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და თუნდაც ე.წ. კარუსელებზე... მე მაგალითად, შესაძლოა არც გამოვრიცხო, რომ გარკვეული დარღვევები, განსაკუთრებით რეგიონებში, ხდებოდა, რადგან ნამდვილად არა ვართ იდეალური დემოკრატიის ქვეყანა, მაგრამ ამას როდესაც „ნაციონალური მოძრაობისგან" ისმენ, გეკარგება ამ ყველაფრის კრიტიკულად გააზრების სურვილი, რადგან სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა უპრეცედენტო დარღვევები. ეგენი არიან „კარუსელების" სპეციალისტები... სასაცილოა, „კარუსელების" სპეციალისტები დარღვევებზე რომ ლაპარაკობენ..."- განაცხადა გორგილაძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner