logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!..
- +

19 მარტი. 2016. 00:11



არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!..

***

როგორც წესი, არასოდეს ვრეაგირებ დიდ თუ პატარა „ღრენა-კბენა-პწკენაზე", მით უმეტეს, ცილისწამებაზე, აშკარა სიცრუეზე, შანტაჟზე...


მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საპასუხო რეაგირებას, პროტესტს, ახსნა-განმარტებას აზრი არ აქვს, რამეთუ, ჯერ ერთი-თავის მართლებაში ჩაგეთვლება, რაც უკვე დანაშაულის "აღიარებას" ნიშნავს და მეორე- ვისაც შენი ჯერა, ის ისედაც არ ირწმუნებს და ვისაც არა-წყალშია შენი მცდელობები გადაყრილი...


აქედან გამომდინარე, თითქმის ყოველთვის ვცდილობ რომ მივყვე წინაპართა გაფრთხილებას: "დუმილი ოქროა!.."


ესე იგი, ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩამითრევენ პოლემიკაში, ესე იგი დღესაც არ ვაპირებ სერიოზულ „გაფართხალებას".


მათ საპასუხოდ მხოლოდ ერთი სიტყვა: ბ ო დ ვ ა!!!!!


მათ გასაგონად: ყველა თქვენი გამოსვლა მედიით არის ბოდვა, ბოდვა ბოროტი, წინასწარგანზრახული, მხარდაჭერილი, მართული, ანგარიშიანი, უკვე გადახდილი ან საფასურის გადახდის მოლოდინში მყოფთა უსურცხვილო ლაყბობა!..


და მაინც უნდა ვუთხრა ჩემიანებს:

მე და გიორგი მამაცაშვილს არავითარი (!!!!) კავშირი არ გვქონია, არ გვაქვს და არც არასოდეს გვექნება „რაღაც" კადრების ატვირთვასთან ინტერნეტში, მით უმეტეს პირადად მე - მათ მოპოვებასთან და გავრცელებასთან...


არავითარი სერვერები და მონაცემთა ბაზები არ მქონია, არ მაქვს და არც მექნება, რამეთუ ვერ ვერკვევი ამ ტექნოლოგიებში და სრულებითაც არ მჭირდება ეს „სიმდიდრე"...


არასოდეს არ შევხვედრივარ "ცნობილ  უფლებადამცველ" ფარესაშვილს, არ მქონია მასთან არავითარი კონტაქტი, არავითარი საერთო! და მომავალშიც ღმერთმა დამიფაროს!..


ერთადერთხელ მქონდა მასთან მიმოწერა, როცა ვიგრძენი მისი მძიმე მორალური მდგომარეობა. კიდევ კარგი, რომ ეს მიმოწერა ადვილად მოიძებნება და ნებისმიერ დროს მზად ვარ უცვლელად (!!!!) გავასაჯაროვო... ეს ის ჩანაწერია, რომელიც ამ ბედოვლათმა, თურმე, პროკურატურაში წარადგინა...


რაც შეეხება აუდიოჩანაწერს, იგი არაერთგზის (!!!!) გამოქვეყნდა მედიაში, დევს ინტერნეტში. და მიუხედავად იმისა, რომ დამონტაჟებულია, ფრაგმენტი, რომელიც ეხება ფარესაშვილს მეტ-ნაკლებად უცვლელია...

ასე რომ, კაცი, რომელიც ვერ ანსხვავებს ვიდეო-ჩანაწერში "საკუთარ თავს და ტანს სხვისგან", ბუნებრივია ვერ (ან, არ) გაიგებს აუდიო-ჩანაწერსაც.

უკვე ვთქვი: ფეისბუკზე მე ჩემი მეგობრებისთვის, (ასაკისგან და მდგომარეობისაგან განურჩევლად), ვწერდი და ვწერ. ასეა ახლაც!

თქვენ მოგმართავთ: როგორც აქამდე, მომავალშიც ვენდოთ ერთმანეთს! ერთმანეთი სიტყვას!

კვლავ გავიმეორებ: არავითარი პოლემიკა არამზადებთან! ვერავითარი ძალა, ვერავითარი "ფორს-მაჟორული" სიტუაცია ვერ შემაცვლევინებს პრინციპს: ტოლი ნახე, შენი წონითი კატეგორია იცოდე!

დანარჩენი სათქმელი კი მათ, დამკვეთმაც და წარმმართველმაც, წაიკითხონ ისევ იმ არაკში, მღვდელსა და დიაკვანს რომ ეხება და რომელიც ადრე ამ ჩემ ფბ-გვერდზე გამოვაქვეყნე!


"მღვდლისა და დიაკვნის არაკი"

(მხოლოდ ჩემი მეგობრებისთვის!)

ერთმა დიაკვანმა თავისი უშუალო „უფროსის"-მღვდლის გაშარჟება-გაპამპულება განიზრახა და მრევლი შეკრიბა-

მოდით, მღვდელი გავამასხარაოთო!

როგორო, დაუსვეს კითხვა.

-როგორ და მღვდელი ყოველ კვირა დილას თევზაობს, მივიდეთ, გავაპამპულოთ... და მაგრად გავერთობითო!

მაინც, როგორო?

როგორ და ასეო: მივეპაროთ, თქვენ ჩაცუჩქულები იქნებით რომ მან არ შეგამჩნიოთო...

მე მივესალმები: გამარჯობა მამაო!

ის მიპასუხებს: სალამი, შვილო!

მე: როგორ ბრძანდებით, მამაო?!

ის: ჩვეულებრივ, შვილო! თავად ხომ კარგად?

მე: მადლობთ, მამაო! ოჯახში როგორ გიკითხოთ, მამაო?

ის: მადლობთ, შვილო, ღვთის შეწევნით ვართ!

მე: აქ რას აკეთებთ, მამაო?

ის: ვთევზაობ, შვილო!

მე: დაიჭირეთ თევზი, მამაო?

ის: კი, შვილო, დავიჭირე!

მე: აბა, მაჩვენეთ როგორი თევზი დაიჭირეთ, მამაო!

მამაო ამოიღებს და გვაჩვენებს ანკესით დაჭერილ წვრილ ლიფსიტას და გვეტყვის: აი, თევზი შვილო!

პასუხად მე ორივე ხელს ჩემს „საოხრეზე" დავდებ და გულიანად ვეტყვი: აგერ, უფრო დიდი თევზი მამაო და ეს დაიჭირეო!

თქვენ წამოიშლებით და ხარხარით "გავაპამპულავებთ" ამ ჩვენს მღვდელსო!..

დიაკვანი მრევლთან ერთად რამდენიმე დღე რეპეტიციებს გადიოდა

დადგა წარმოდგენის გამართვის დღეც.

„შეთქმულები" ჩუმად მიეპარნენ მდინარის პირს მოთევზავე მღვდელს...

დიაკვანი ამაყად წამოიწია და, წინსწარ მრავალგზის რეპეტიციაგავლილი ტექსტით და დაყენებული ხმით მღვდელს მიმართა:

-გამარჯობა, მამაო!

მღვდელმა მოიხედა, აათვალიერ-ჩაათვალიერა დიაკვანი და ყოველგვარ შესავლის გარეშე მიახალა:

წადით შენი და შენნაირების დედაც!.. და ზედ 18 სართულიანი გინებაც მიაყოლა და წარმოდგენაც ამით დაასრულა.

სიამოვნებით ვუძღვნი მღვდლის „კურთხევას" ყველა იმ კაპრალ-ლეიტენანტ-ზედამხედველ-ჟურნალისტ-ჩამშვებ-აგენტს-ჩამწერ-გამომქვეყნებელ-გამზიარებელ მჯღაბნელ-ყბედს!

მშვიდობაში მოიხმარეთ ეგ „კურთხევა" და მომავალში გამეორებითი „ვაჟკაცობის" შემთხვევაში აგსრულებოდეთ მრავალგზის!

ამინ!


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner