logo_geo
eng_logo
ტერაქტი თურქეთში – დაღუპულია ერთი ადამიანი
- +

4 ნოემბერი. 2016. 11:22



სააგენტო „როიტერის" ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.



შეტევა იმავე დღეს განხორციელდა, რაც თურქმა სამართალდამცველებმა პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის" 11 წევრი დააკავეს.



სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში თურქ სამხედროებსა და პოლიციელებს და „ქურთისტანის მუშათა პარტიის" „ბოევიკებს" შორის დაპირისპირება 2015 წლის ივლისიდან განახლდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner