სააგენტო „როიტერის" ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.
შეტევა იმავე დღეს განხორციელდა, რაც თურქმა სამართალდამცველებმა პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის" 11 წევრი დააკავეს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში თურქ სამხედროებსა და პოლიციელებს და „ქურთისტანის მუშათა პარტიის" „ბოევიკებს" შორის დაპირისპირება 2015 წლის ივლისიდან განახლდა.