თურქეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პროქურთული, ოპოზიციური „ხალხთა დემოკრატიული პარტიის" ლიდერები ფიგენ იუქსეკდაგი და სალაჰათინ დემირტაში დააკავა.
პარტიის ლიდერების გარდა, თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცავებმა კიდევ 14 დეპუტატი, მათ შორის, თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი პერვინ ბულდანიც დააკავეს.
ყველა დაკავებულს ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირი.