logo_geo
eng_logo
ირაკლი მეძმარიაშვილი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება
- +

4 ნოემბერი. 2016. 12:11



ირაკლი მეძმარიაშვილი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. ამასთან დაკავშირებით მეძმარიაშვილმა ოფიციალური განცხადება „დინამო არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს გააკეთა.


მისი თქმით, ძირითადი აქცენტები ბიზნესისა და ოლიმპიური კომიტეტის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაზე გაკეთდება.


„ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელ პოზიციაზე კენჭისყრისთვის მზადების პარალელურად, მსურს, ფართო საზოგადოებას მაქსიმალურად გავაცნო ის გეგმები, რისი განხორციელებაც გვსურს. ძირითადი აქცენტები ბიზნესის და ოლიმპიური კომიტეტის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაზე გაკეთდება, რაც მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვაში დაგვეხმარება. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება ვეტერანი ოლიმპიელები, პრიორიტეტებს შორის იქნება ახალი თაობის ოლიმპიელებისთვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და პარაოლიმპიური კომიტეტის წევრებისთვის ღირსეული პირობების შეთავაზება იქნება", - განაცხადა მეძმარიაშვილმა.


ირაკლი მეძმარიაშვილი 2000-2004 წლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2005-2009 წლებში, სპორტსაზოგადოება „დინამოს" აღმასრულებელი დირექტორი და ეროვნული სტადიონის გენერალური დირექტორი იყო.


ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები 23 დეკემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას ოლიმპიური სპორტის ფედერაციების რეგიონული სპორტული ორგანიზაციების და სხვა ოლიმპიური გაერთიანების დელეგატი წევრები მიიღებენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner