logo_geo
eng_logo
ვალერიან გორგილაძე: რესპუბლიკური პარტია უსუფაშვილის შესაძლებლობებს ზღუდავდა
- +

4 ნოემბერი. 2016. 12:59



„უსუფაშვილს არ გამოუტანია საჯაროდ ის წინააღმდეგობები, რაც ხდებოდა პარტიაში, სადაც ძმებ ბერძენიშვილების გავლენა უზარმაზარია - ფაქტობრივად, პარტია მათი საკუთრებაა",- ამ სიტყვებით აფასებს ექსპერტი ვალერიან გორგილაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დავით უსუფაშვილის მიერ რესპუბლიკური პარტიის დატოვებას. როგორც გორგილაძე აცხადებს, უსუფაშვილი არის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე დიდი გავლენა მოახდინოს.


„უსუფაშვილი, რა თქმა უნდა, არის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მიმაჩნია, რომ რესპუბლიკური პარტია ზღუდავდა მის შესაძლებლობებს.

ახლა გასაგებია, რას გულისხმობდა უსუფაშვილი, როდესაც წინასაარჩევნოდ რესპუბლიკური პარტიის სლოგანად აარჩია სიტყვა „გავთავისუფლდეთ"... ქვეცნობიერად, როგორც ჩანს, ეს უკავშირდება სწორედ მის გათავისუფლებას რესპუბლიკური პარტიისგან",- განაცხადა გორგილაძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner