ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ ID ბარათის საპროტესტოდ ფოტოჯიხურები დააზიანა. ჩამსხვრეულია ფოტოს გადასაღებ კაბინებში აპარატების ეკრანები.
ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერის თამარ სამსონიას განცხადებით, აგრესიული მოქალაქის მიმართ შესაბამისი ზომები გატარდა.
„დაგვიზიანა სახელმწიფო ქონება, რაზეც შესაბამის სამსახურებს ეცნობა და გატარებულია სათანადო ზომები. მოქალაქე ალბათ, დაკავებულია, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. იუსტიციის სახლის სამუშაო პროცესს ხელი არ შეშლია", - განაცხადა თამარ სამსონიამ.