logo_geo
eng_logo
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
- +

4 ნოემბერი. 2016. 15:02



საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე.


 

საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან აფრთხილებდა მოქალაქეებს (2013, 2016), რომ ის საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა, ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ.
რიგ შემთხვევაში მათი საქმიანობა, ფინანსური პირამიდის" ნიშნებსაც ატარებს.

საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ, მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხვა პრობლემატურ საკითხთან ერთად, აღნიშნული საკითხის შესაბამის ჩარჩოში მოქცევას ითვალისწინებს და რომლის განხილვას ახალი მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, შეკრებისთანავე დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხება სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს მაღალ რისკს.

 

რაც შეეხება შპს საფინანსო კომპანია საქართველოს", ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ოქტომბერს შემდეგი განმარტება გააკეთა", - ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner