თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, თურქეთის ქალაქ დიარბაქირში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
მისი თქმით, დაღუპულთა შორის არის აფეთქების სავარაუდოდ ორგანიზატორი, რომელიც თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრია.
დღეს დილით პოლიციის განყოფილებასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.