logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია ცრუ ჩვენების ბრალდებით ალეკო ელისაშვილის პასუხისმგებლობას ითხოვს
- +

19 მარტი. 2016. 10:40


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდოარე ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილის სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

მისი თქმით, „კოკაინის საქმესთან" დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ წაყენებული ბრალდებები მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას მიმართ არ დადგინდა, ამიტომ მან თავის ბრალდებებზე პასუხი უნდა აგოს.



ძალიან დეტალური გამოძიებით დადგინდა სწორედ ის, რომ ელისაშვილი მიზანმიმართულად ტყუოდა და იგონებდა სიბინძურეებს. პროკურატურის ამ დასკვნაში არის ის ნაწილი, სადაც წერია, რომ მის ტელეფონში, რომელსაც რამდენჯერმე ჩაუტარდა ექსპერტიზა, არ აღმოჩნდა არც ერთი ჩემი ზარი და SMS შეტობინება, მაგრამ აღმოჩნდა შენახული 1600-მდე სახვადასხვა SMS შეტყობინება.

 

ამავე დროს საინტერესოა ისიც, რომ ადამიანს, რომელმაც თორმეტჯერ მიმართა თურმე პროკურატურას, არც ერთი განცხადება არ ჰქონდა შეტანილი, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა. ეს დასკვნა არ არის ჩემთვის. ეს ისედაც ვიცოდი ოთხი თვის წინათაც. ეს ყველაფერი იყო მის მიერ და მასთან ერთად გარკვეული ჯგუფის მიერ დაგეგმილი ძალიან მიზანმიმართული ცილისმწამებლური, სრულიად ამაზრზენი კამპანია. ახლა ამაზე განმარტება თვითონ ელისაშვილმა უნდა გააკეთოს და თქვას, რატომ ატყუებდა საზოგადოებას და ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას.

 

მიმაჩნია, რომ სამართლებრივად უნდა დადგეს ელისაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, მის მიერ მიცემული ცრუ ჩვენებების გამო. მე ვაპირებ, დავაყენო ეს საკითხი, რადგა ასეთმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ და ცდილობენ მიაყენონ სხვა ადამიანებს და ოპონენტებს ცრუ ჩვენებებით შეურაცხყოფა, პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner