logo_geo
eng_logo
Express Bank-მა ქუთაისში კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გახსნა
- +

4 ნოემბერი. 2016. 15:31



თბილისი, 4 ნოემბერი, 2016 - Express Bank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს. დღეს ქალაქ ქუთაისში Express Bank-ის კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. მომხმარებელი Express Bank-ით სარგებლობას, ი.ჭავჭავაძის გამზირზე 67-ში ნომერშიც შეძლებს.


Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით - ბანკის მიერ დამტკიცებული 1500 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.


საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 124 სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.


დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner