logo_geo
eng_logo
„ფუF“ - დავით საყვარელიძის განცხადებას თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმიანება
- +

4 ნოემბერი. 2016. 15:51


 


„ფუF

P.S. განმარტება გახდა საჭირო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დავით საყვარელიძის განცხადების საპასუხოდ წერს.


 „ძალიან ამაზრზენია გიგის ბიძინასთან გარიგებაზე მინიშნება ამ ნარცისის მხრიდან. განსაკუთრებით გარემოებების გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ, რომ გიგი უგულავა ქვეყნიდან არ მოხეულა, ციხეში ზის", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

აქვე გთავაზობთ დავით საყვარელიძის განცხადებას:


ზოგიერთ ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვსან გამოცდილება არ ყოფნის, მიხვდეს, რომ ამ ვითარებაში, ბიძინას ჩანაფიქრის რეალიზება, რაც 2013 წელს შემოთვალა და დღემდე ვერ მიაღწია, რის წყალობითაც პარტია მთელი ეს დროა სუნთქავს და დღემდე მოვიდა, უბრალოდ პარტიის არაკირს ნიშნავს. მეგობრებო, ეჭვი მაქვს, პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგრჩებათ და არაფერს მოგიტანთ სამარცხვინო ანგარიშის გარდა ნებისმიერ არჩევნებზე. თქვენც და საერთო საქმესაც... ყველა პარტიის თავმჯდომარის თავი მიგვარეს ბიძინას უკვე და ერთისას ელოდება. ისევე როგორც ენმ-ის ნაგლეჯს... არ მგონია, ტექნიკური ფანდებით და თანამდებობების წინასაარჩევნო დეკლარირებით შესაძლებელი ყოფილიყო ქართველი ამომრჩევლის გონებაში ორ მკვეთრად საპირისპირო პოლუსზე ფიქრისგან ყურადღების გადატანა და უჩუმრად ბიძინასთვის ძალაუფლების გამოცურება. მთავარი მნიშვნელობა იმას ჰქონდა, ვინ იქნებოდა უკეთ მომზადებული ნებისმიერი შედეგისთვის და როგორ დაიცავდა საკუთარ ხმებს. აქ წავაგეთ სწორედ და არა პირველ ტურში", - წერს საყვარელიძე სოციალურ ქსელში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner