logo_geo
eng_logo
რამ გააღიზიანა ოდესელების ფულის გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილი?
- +

4 ნოემბერი. 2016. 15:51


ოდესაში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი" დაიხურა, ცენტრის დახურვის მიზეზი უკრაინის რადას ახალი კანონი გახდა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის მოქალაქეებმა უფასოდ უნდა მიიღონ, ხოლო მიხეილ სააკაშვილის მიერ გახსნილი ე.წ. ინოვაციური „მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი" ოდესის მცხოვრებლებს ფასიან მომსახურებას სთავაზობდა.


მოქალაქეების მიერ „მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში" სახელმწიფო სერვისებისთვის გადახდილი დიდი რაოდენობით თანხას ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი განკარგავდა.


რადას ახალმა კანონმა გააღიზიანა ოდესელების ფულის გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა ჩვეულ სტილში უკრაინული მედიის წარმომადგენლები შეკრიბა და ახალი კანონის კრიტიკა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი ფასიან მომსახურებას ოდესელი ხალხის კეთილდღეობის სურვილით ხსნიდა, მისი თქმით, უკრაინის რადას მიერ დამტკიცებული კანონი ხელს უშლის მისი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner