შუახნის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი გოგონა დააკავეს. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ნაგავსაყრელზე დამწვარი მამაკაცის ნეშტი აღმოაჩინეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი არასრულწლოვანი გოგონა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.