logo_geo
eng_logo
თბილისის ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე დამწვარი მამაკაცის ნეშტი აღმოაჩინეს
- +

4 ნოემბერი. 2016. 15:53



შუახნის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი გოგონა დააკავეს. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით,  შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.


ტელეკომპანიის ცნობით, ნაგავსაყრელზე დამწვარი მამაკაცის ნეშტი აღმოაჩინეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი არასრულწლოვანი გოგონა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს.


არსებული ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner