logo_geo
eng_logo
ნაძალადევში ბოგვის ქუჩის სრული რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება
- +

4 ნოემბერი. 2016. 15:56



ბოგვის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. ძირითად ნაწილზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის საფარის რეაბილიტაცია დაიწყო ქუჩის ზედა ნაწილზე. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს ადგილზე ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე გაეცნო.

 

 

„ბოგვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ათეულობით წლებია არ მოწესრიგებულა. ჩვენ უკვე დავასრულეთ ქუჩის დიდი ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია და რამდენიმე დღეში დასრულდება ბოგვის ზედა ნაწილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები", - განაცხადა დავით გოგიძემ.



ბოგვის სრული რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 283 000 ლარი გამოყო, მთლიანი ფართობი 5088 კვ.მ-ია. ქუჩის ძირითად ნაწილზე, სადაც სამუშაოები უკვე დასრულებულია, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, გამოიცვალა წყალსადენის ქსელი, დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner