ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
„მოკლედ რომ ვთქვა, გადავხედე ნაცებში მიმდინარე „პროცესებს" და შემდეგი დასკვნა გამოვიტანე:
საყვარელიძე უგულავას ამტყუნებს, მეგი და თუთბერიძე იცავენ მიშას, მარა თუთბერიძე რაღაცას ბოლომდე არ ამბობს. კილაძე თან შავრაზმელია, თან ნაცებს „ბალეშჩიკობს". ჩერგო იცავს გიგის, გიგი მიდის პარტიიდან, ე.ი. მიშას მხარესაა. აკო მიშასკენაა, ვანო დუმს, წერეთელი ელოდება, მიშა პარტიის უზურპაციის წინააღმდეგია, ოთო კახიძე თან მიშას იცავს, თან პარლამენტში შედის, ხოშტარია პარტიის თავმჯდომარე ხდება...
ამეხადა თავი!!!" - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.