logo_geo
eng_logo
ანდრო ბარნოვი: ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალეს
- +

4 ნოემბერი. 2016. 16:21


 

„წერილი, რომელსაც გიგი უგულავა აწერს ხელს, ვრცელ პასუხს იმსახურებს, მაგრამ მოკლედ სათქმელიც არსებობს",- ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამოქალაქო რეფორმაციის" დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საჯარო წერილს ეხმაურება, რომელიც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.

 

„1. რანაირად არ იყო მიშა სააკაშვილი პარტიის პრემიერობის კანდიდატი, თუ ამის შესახებ სულ 20 კაცმა იცოდა? პოლიტსაბჭო ხომ 60-ზე მეტი ადამიანისაგან შედგება? და მხარდამჭერების აზრიც არ აინტერესებდა ამ 20 კაცს? საქმე ისაა, რომ ეს არ არის შემთხვევით გაპარული ლაფსუსი ამ წერილში. სიმართლეა და ადასტურებს იმ მდგომარეობას, რომელიც პარტიაში რეალურად არის. პატარა გაქნილი ჯგუფის მანიპულაციებს ეწირება პარტიაც და ქვეყანაც...

 

2. ადრე უნდა გვეთქვა, რომ მიშა აღარ იყო ლიდერიო. შეცდომააო. შეცდომა კი არა, კაი ვირეშმაკული გათვლაა, ბატონო ჩემო. ეგ რომ გეთქვათ, მერე ხმებს როგორ მიიღებდით? მაგრამ ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალეს: ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით და მერე ეს 20 კაცი „დაალაგებდა" შიგნით.

 

ახლა ამათ ჰგონიათ, რამე მოიგეს. დანარჩენზე მერე ვიტყვი", - წერს ბარნოვი.

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner