რუსეთმა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე „უხუცესი კანონიერი ქურდის", 50 წლის ბაჩუკი ფაჩულიას, იმავე „ბაჩუკი ფოთსკის" დეპორტაცია მოახდინა.
„რია ნოვოსტის" ცნობით, „ბაჩუკი ფოთსკის" დეპორტაცია, ვლადიმირის ოლქის კოლონიიდან გათავისუფლებისთანავე მოხდა.
დეპორტაციის ძირითად მოტივად რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განკარგულება გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაჩუკი ფაჩულიას ყოფნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველია. ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში მოსკოვის აეროპორტიდან გამოამგზავრეს.
ბაჩუკი ფაჩულია რამდენჯერმე არის ნასამართლევი და ჯამში სხვადასხვა საპატიმროში 20 წელი აქვს გატარებული. ბოლო ორი სასჯელი კი მან რუსეთში, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის მოიხადა.