კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი თბილისის საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაიკითხა.
მელნიკოვის განცხადებით, 2006 წელს ეს ჩვენება რომ მიეცა, მკვდარი იქნებოდა.
მისი თქმით, სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძისთვის თავისუფლების აღკვეთა კუდ-ის თანამშრომლებს კუდ-ის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ დაავალა მას შემდეგ, რაც ახალაიას დახმარება შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლემ თაკო სალაყაიამ სთხოვა.
მოწმის განმარტებით, მას დაწერილი ჩვენება დათა ახალაიამ მისცა და ეს ცრუ ჩვენება წლების წინ სასამართლოზე გააჟღერა. მელნიკოვის თქმით, ამ საქმეზე გასამართლებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალაიამ ინფორმაცია მიაწოდა, რომ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მათ მალე შეიწყალებდა და ეს საკითხი შეთანხმებული იყო.