ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე „თიბისი ჯგუფის", „ანაკლიის განვითარების კორსორციუმისა" და მათი ჩინელი პარტნიორი კორპორაციების ხელმძღვანელებთან. ანაკლიის პორტის განხორციელების პროცესში ჩინური ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება.
შეხვედრაზე ჩინელმა ინვესტორებმა მოისმინეს აგრეთვე დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატისა და უცხოელი ინვესტორებისთვის ხელშემწყობი პირობების შესახებ.
შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.