logo_geo
eng_logo
ამერიკის სპეცსამსახურები არჩევნების წინა დღეს მოსალოდნელ ტერაქტებზე საუბრობენ
- +

4 ნოემბერი. 2016. 21:35


 

CBS News წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის დაზვერვა „ალ-ქაიდას" მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ იუწყება.


გამოცემის ინფორმაციით, ამერიკის დაზვერვა ტერორიზმთან ბრძოლის ჯგუფებს აფრთხილებს, რომ „ალ-ქაიდამ" ტერაქტები 7 ნოემბერს ამერიკის სამ შტატში შეიძლება განახორციელოს. კერძოდ, საფრთხე მოსალოდნელია ნიუ-იორკში, ვერჯინიასა და ტეხასში. თუმცა, კონკრეტული ადგილები არ სახელდება. ამასთან, წყაროები აცხადებენ, რომ დაზვერვა ჯერ კიდევ აფასებს ვითარებას და მონაცემები ბოლომდე არ არის დადასტურებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner