logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილის ორგანიზებით, ესპანური წამყვანი კომპანიები ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნისთვის მუშაობაში ჩაერთვნენ
- +

19 მარტი. 2016. 11:25


კომპანია „სერკობე"-ს ორგანიზებით, ქალაქ მადრიდში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ქართულ დელეგაციასა და ჰოლდინგ „G.O.C"-ს  შორის. „G.O.C"   შეადგენს სხვადასხვა კომპანიების ერთობლიობას, რომლებიც მუშაობენ ჰოსპიტალების მშენებლობის, მათი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების მიმართულებით. თითოეული მათგანი არის უდიდესი გამოცდილების მქონე, წარმატებული კომპანია არა მარტო ესპანეთში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. შეხვედრას ესწრებოდა ათიოდე სხვადასხვა კომპანია,რომლებიც სამედიცინო სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. კერძოდ,კომპანია „sanjose", რომელიც ერთ-ერთი წამყვანია სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობის, დაპროექტებისა და შენობის დიზაინის მიმართულებით; კომპანია „asisa" უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა და ესპანეთის მასშტაბით 13 საკუთარი სამედიცინო ცენტრი აქვს. კომპანია ასევე ახორციელებს ჰოსპიტალების ოპერირებას და ქვეყნის ბაზრის 14%-ს  ფლობს. მისი წლიური ბრუნვა 270 მილიონ ევროს შეადგენს; კომპანია „gissa" ახორციელებს ჰოსპიტალების სამედიცინო ტექნიკით აღჭურვას და მენეჯმენტის ოპერირებას. შეხვედრაზე სამსახურის დირექტორმა ისაუბრა საქართველოში ვეტერანებისთვის სამკურნალო- სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე, თავის მხრივ აღნიშნულმა კომპანიებმა ქართულ დელეგაციას წარუდგინეს პრეზენტაციები თავიანთი საქმიანობების შესახებ და მხარდაჭერა და დახმარება გამოთქვეს სამომავლოდ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. შეხვედრის შემდეგ ესპანურმა მხარემ ქართულ დელეგაციას მათ მიერ შექმნილი ორი ჰოსპიტალი დაათვალიერებინეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner